ეკუნა ყანჩაველს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის უკვე რამდენიმე წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს და „ინსტაგრამის“ საშუალებით საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებსაც უზიარებს. ეკუნა მუსიკალურ სფეროში საქმიანობს და მსმენელს ახალი ნამუშევრებითაც ანებივრებს.
რუსთავიდან დაწყებული სახალისო ვიდეოებითა და პატარ-პატარა სკეტჩებით ეკუნამ ქართველ საზოგადოებას თავი გააცნო, შეაყვარა და პოპულარულიც მალევე გახდა.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ეკუნას პირადი ცხოვრება. მომღერალი დიდი ხნის განმავლობაში არ ამხელდა, ვინ იყო მისი რჩეული და ფოტოებში არც მის სახეს აჩენდა. როგორც ეკუნა ერთ-ერთ ფოტოზე წერდა მისი შეყვარებული ირანული წარმოშობისაა, რომელიც ასევე ამერიკაში ცხოვრობს.
ცოტა ხნის წინ ეკუნა დედა გახდა. წყვილს პირველი შვილი, გოგონა შეეძინა, რომელსაც ლინა დაარქვეს. ბავშვის ფოტოებს ეკუნა სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს და გამომწერებისგან უამრავ დადებით კომენტარს იღებს.


