რამდენიმე თვის წინ ძველ მეგობართან ერთად ტოქსიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდი. რაღაც იდუმალი მიზეზის გამო, მან მოულოდნელად ჩემი კრიტიკა დაიწყო.
წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მექნა. ჩემი ნაწილი თავს მსხვერპლად გრძნობდა, ნაწილი თავს ზედმეტად მგრძნობიარედ თვლიდა, ნაწილი კი მაიძულებდა ეს მეგობარი თავიდან მომეშორებინა.
საბედნიეროდ, ვიცოდი კონცეფცია, რომელიც დამეხმარებოდა გამეგო, რატომ მქონდა ამდენი განსხვავებული რეაქცია ერთდროულად. აღმოვაჩინე თერაპევტის, სახელად რიჩარდ შვარცის, ნამუშევარი, რომლის ვარაუდითაც, ყველა ჩვენგანი არის არა ერთიანი მე-ს, არამედ მრავალი სხვადასხვა მე-ს კრებული.
ამ იდეით შთაგონებული, ჩემი ყველა შინაგანი მე-ს შესწავლა დავიწყე. საბოლოოდ, საგულდაგულო გამოკვლევის შემდეგ შევძელი სამის პოვნა და დასახელება.
1. გაიცანით ლიზი. ლიზი შეშფოთებული პატარა ბავშვია, რომელიც ცხოვრობს კონფლიქტისა და მიტოვების შიშით. ლიზი მაღიზიანებს, რადგან ის ძალიან უმწეოა.
2. გაიცანით ელიზაბეთი. ელიზაბეთი ჩემი შინაგანი შემოქმედია. ის რისკის მოყვარულია.
3. გაიცანით ქალბატონი გილბერტი. ქალბატონი გილბერტი ჩემი ყველაზე „ზრდასრული“ მე არის. ის ლიზის და ელიზაბეთის საპირისპიროა. ის არის მამაცი, ორგანიზებული და დამოუკიდებელი. მაგრამ ასევე შეიძლება იყოს მკაცრი და შეუბრალებელი კრიტიკოსი საკუთარი თავის და სხვების მიმართ.
თუ თქვენს ყველა შინაგან მე-ს გაიცნობთ და მოუსმენთ, მაშინ ტოქსიკური ურთიერთობიდან თავის დაღწევა აღარ გაგიჭირდებათ.