ჯეიდა პინკეტ სმიტმა თავის მემუარებში გაამხილა, რომ ის და უილ სმიტი უკვე 7 წელია, რაც ერთად აღარ ცხოვრობენ. მისი თქმით, წყვილი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდა, თუმცა ოფიციალურად არ განქორწინებულან. ახალ ამბავთან დაკავშირებით ჯეიდამ NBC-ის გადაცემაშიც ისაუბრა.
როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა, წყვილი დღემდე არკვევს ურთიერთობას და ცდილობს, შეინარჩუნოს პარტნიორობა.

მანამდე, 2020 წელს, მომღერალმა ოგუსტ ალსინამ თქვა, რომ პინკეტ სმიტთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა. მოგვიანებით ეს ამბავი თავად მსახიობმა თავის ქმარს შოუ Red Table Talk-ში დაუდასტურა.
ჯეიდა პინკეტ სმიტი და უილ სმიტი 1997 წელს დაქორწინდნენ. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს.