"მომავალ ვარსკვლავს სახელი მამამ აურჩია - უმა, სილამაზის ქალღმერთის სახელია... სკოლაში ცუდად სწავლობდა და არც მეგობრები ჰყავდა" - წარმატება, დიდება და ღალატი უმა თურმანის ცხოვრებაში - Marao

"მომავალ ვარსკვლავს სახელი მამამ აურჩია - უმა, სილამაზის ქალღმერთის სახელია... სკოლაში ცუდად სწავლობდა და არც მეგობრები ჰყავდა" - წარმატება, დიდება და ღალატი უმა თურმანის ცხოვრებაში

2023-10-14 19:35:50+04:00

ჰოლივუდი მომავალი ვარსკვლავი 1970 წლის 29 აპრილს ამერიკულ ოჯახში დაიბადა. მამამისი ადგილობრივ უნივერსიტეტში აღმოსავლეთის რელიგიების ისტორიას ასწავლიდა და წლების განმავლობაში ტიბეტში ცხოვრობდა. მომავალ მსახიობს სახელი სწორედ მამამ აურჩია - უმა, სილამაზის ქალღმერთის სახელია. 

უმას დედა - ბარონესა ნენა ფონ შლებრუჟი, ერთ დროს ცნობილი მოდელი იყო. სკოლაში უმა ცუდი მოსწავლე იყო, სიმაღლე ყოველთვის აკომპლექსებდა და არც ბევრი მეგობარი ჰყავდა, თუმცა ამას თეატრალურ სტუდიაში სწავლისთვის ხელი არ შეუშლია. 

15 წლის ასაკში, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ნიუ-იორკში გაემგზავრა. მამამ თან 300 დოლარი გაატანა. უამრავ შესარჩევ ტურზე დადიოდა, საღამოობით კი მიმტანად მუშაობდა. მაგრამ მაღალი და ქერა გოგონა შეუმჩნეველი დიდხანს არ დარჩენილა და მალე სამოდელო სააგენტომ დაიქირავა. 

უკვე 1988 წელს უმამ მცირე როლი შეასრულა ფილმში "ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი". ფილმმა ოსკარის 4 ნომინაცია მიიღო, რეჟისორებმა და პროდიუსერებმა მოახერხეს უმას შემჩნევა.

18 წლის ასაკში მან ერთ-ერთ მთავარი როლი შეასრულა ფილმში „სახიფათო კავშირები.“ განსაკუთრებული პოპულარობა უმას კვენტინ ტარანტონის ფილმმა „მაკულატურა“ მოუტანა. ამის შემდეგ მისი კარიერაც იზრდება. 

მსახიობის პირველი მეუღლე ლეგენდარული გარი ოლდმანი იყო. წყვილმა მხოლოდ 2 წელი იცხოვრა ერთად. ქორწინება გარის ღალატისა და სიმთვრალის გამო დასრულდა. 

1997 წელს იქორწინა უმამ მსახიობ ითან ჰოუკზე იქორწინა, 1998 წელს დაიბადა ქალიშვილი მაია რეი, ხოლო 2002 წელს ვაჟი - ლევონი. თუმცა დიდხანს არც ეს ქორწინება გაგრძელდა. 2005 წლეს წყვილი ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდა. დაშორების მიზეზი ითანის ღალატი იყო.