მსახიობი გიორგი ყიფშიძე 4 შვილი მამაა. ის ბავშვების მოვლაში აქტიურადაა ჩართულია და, როგორც ამბობს, მიხვდა, რომ მისი მისია ბავშვების აღზრდაა. გიორგის ენი გასოევთან ქორწინებაში ორი შვილი, კოსმო და ლუნა შეეძინა. წყვილის დაშორების შემდეგ მცირეწლოვანი ბავშვები მამასთან ცხოვრობენ და გიორგი მათ ყოველდღიურობას სოციალურ ქსელშიც ხშირად აზიარებს.
ამჯერად გიორგი პატარა ლუნასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. მამა-შვილი თეატრში რეპეტიციაზე ერთად იმყოფება და, როგორც ჩანს, უსაყვარლეს ლუნას მამის სამსახური ძალიან მოსწონს. „რეპეტიციაზეც არ შორდება მამიკოს“ - წერია ფოტოზე.
