ფოტოგრაფ მარიამ ნაკანს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მას 146 ათასი გამომწერი ჰყავს, რომელთაც ხშირად უზიარებს პროფესიულ სიახლეებს, პირად და ოჯახურ ფოტოებს. განსაკუთრებულ მოწონებას მარი ნაკანის ქალიშვილი, 18 წლის ლიტა თავაძე იმსახურებს, რომელიც დედის ობიექტივში ხშირად ხვდება.
მარი ნაკანს საკუთარი სკოლაც აქვს, სადაც ის ნებისმიერ დაინტერესებულს უზიარებს გამოცდილებას. სწორედ მარი ნაკანია ის ფოტოგრაფი, რომელმაც საკულტო მსახიობს, ლიკა ქავჟარაძეს ბოლო ფოტოსესია მოუწყო: "
როგორც იტალიელებს ჰყავთ მონიკა, ფრანგებს – კატრინ დენევი და გერმანელებს რომი შნაიდერი, ისეა ქართველებისთვის ლიკა ქავჟარაძე. იგი ქართული სილამაზის შეუდარებელი ეტალონი იყო, არის და იქნება. ამას მკვეთრად ვაცნობიერებდი და მორალურად ვემზადებოდი.
როცა მოვიდა, მოწყენილი იყო, ხმას საერთოდ არ იღებდა.
მე კი მინდოდა, თავი დედოფლად ეგრძნო, ეგრძნო, როგორ უყვარს მთელ ქვეყანას, ეგრძნო, რომ ვარდია ხელუხლებელი, ეგრძნო, რომ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. მოწიწებით ვექცეოდი, ფრთხილად ვუღებდი, ვეჩურჩულებოდი თითქმის. ეს მისდამი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მალაპარაკებდა ჩუმად", - იხსენებდა ის.
ამჯერად მარი ნაკანი"ინსტაგრამზე" ახალ ფოტოებს გვიზიარებს. მან უჩვეულო, განსხვავებული ფოტოები გამოაქვეყნდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.