ანჯელინა ჯოლის ნაშვილები ეთიოპიელი ქალიშვილის, ზაჰარას ბიოლოგიური დედა შვილთან შეხვედრას ითხოვს.
ის ოცნებობს, ერთ დღეს შეხვდეს გოგონას, რომელიც წლების წინ მიატოვა და ამბობს, რომ მისი ხმის გაგონებითაც დაკმაყოფილდება.
„უბრალოდ მინდა იცოდეს, რომ ცოცხალი ვარ... ძალიან მინდა მასთან საუბარი. არ არის აუცილებელი, ჩემთან სამუდამოდ დაბრუნდეს, უბრალოდ მასთან კონტაქტი მინდა მქონდეს. ანჯელინამ მას ნამდვილი დედობა გაუწია, მე ამას ვერასდროს შევძლებდი. ბავშვობიდან მასთან იზრდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ჩემი შვილი არ მენატრება....
ყოველთვის მენატრება. ყოველ დღე მასზე ვფიქრობ და ძალიან მინდა მისი სახის დანახვა. ვიცი, როდის აქვს დაბადების დღე, მაგრამ სევდიანი ვარ, რადგან მასთან ერთად ვერ აღვნიშნავ“, - ამბობს ზაჰარას ბიოლოგიური დედა, რომელიც ამჟამად ეთიოპიაში ცხოვრობს.
ანჯეინა ჯოლის მიერ შვილად აყვანის საქმეს წლების წინ დიდი რეზონანსი მოჰყვა. საქმე ეხებოდა მედოქსის, რომელიც მსახიობმა მაშინდელ მეუღლესთან, ბილი ბობ ტორნტონთან ერთად იშვილა. ტორტონს ჯოლი 2003 წელს დაშორდა, ბრედ პიტთან ქორწინებაში კი წყვილმა კიდევ ორი ბავშვი, პაქსი და ზაჰარა იშვილა. გარდა ამისა, წყვილს სამი ბიოლოგიური შვილი შეეძინა: შეილო, ვივიენი და ნოქსი.