გასული წლის13 ოქტომბერს ვაკის პარკში თამაშისას 13 წლის მოზარდებს ბურთი სადრევანში ჩაუვარდათ, გამოსატნად შესულ ბავშვებს კი დენმა დაარტყა. ორი მათგანი მძიმედ დაშავდა, თუმცა ისინი ახლა თავს კარგად გრძნობენ, ერთ-ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარადრჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. მოგვიანებით, თვითმხილველები იხსენებდნენ, რომ მარიტა მეფარიშვილი აუზში ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ჰყვებოდა, როდესაც ბურთის ამოსატანად აუზში ჩასული პირველი ბიჭი დავარდა, ბავშვებს ხუმრობა ეგონათ, თუმცა პირველს მეორე მოჰყვა და მესამე მარიტა აღმოჩნდა, რომელსაც ბიჭების შველა უნდოდა. დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა.
მარიტა ჩოგბურთელი იყო, ის 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ამ დროისთვის, „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ელექტროშემდუღებელი ვალერი გობეჯიშვილი გამართლდა, დანარჩენ 8 პირს კი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე სოციალურ ქსელში მისი და, ნუცა მეფარიშვილი პოსტს აქვეყნებს: „ჩემი ფავორიტი ვარსკვლავი“, – წერს მარიტას და.