16-22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

16-22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2023-10-16 09:38:28+04:00

ვერძი

ენდეთ თქვენს ინტუიციას, განსაკუთრებით მაშინ, თუ გჭირდებათ რაიმე სახის მინიშნება: მაგალითად, შედით წიგნის მაღაზიაში და იყიდეთ წიგნი, რომლის წაკითხვაც თქვენს სულს უნდა და არა გონებას. თქვენი ინსტინქტი გეტყვით, რომ მასში იპოვით სწორ სიტყვებს, რომლებიც გიბიძგებთ სწორი ქმედებებისკენ.

კურო

ახლა უნდა იფიქროთ თქვენს უსაფრთხოებაზე. ეს ეხება სახლს, ფულს, პერსონალურ მონაცემებს. თუ შესაძლებელია, განაახლეთ პაროლები და წაშალეთ საბანკო ბარათების ავტომატური შენახვა. შეამოწმეთ კარის საკეტები. თვალი ადევნეთ თქვენს საფულეს და ნივთებს საზოგადოებრივ ადგილებში.

ტყუპები

თუ გრძნობთ დაღლილობას, დახმარებისთვის მეგობარს მიმართეთ. დაგეგმეთ შეხვედრა სასიამოვნო გარემოში და უთხარით საყვარელ ადამიანებს, რაც გაწუხებთ. მეგობრული მხარდაჭერა სასარგებლო იქნება. 

კირჩხიბი

მომავალ კვირას უნდა იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე. გადახედეთ კვების ჩვევებს და შეეცადეთ, შეამციროთ სწრაფი კვება, ალკოჰოლი და მარილიანი საჭმელები. ყურადღება მიაქციეთ სახლში მომზადებულ საკვებს. რაც უფრო მარტივია რეცეპტი, მით უკეთესია თქვენი ორგანიზმისთვის.

ლომი

თქვენ გაქვთ კარგი შესაძლებლობა, უკეთ გაეცნოთ საკუთარ სურვილებს. ამ დღეებში შეინახეთ ჩანაწერები, რომლებშიც ცდილობთ საკუთარ თავს გულახდილად უპასუხოთ - გინდათ ეს თუ საზოგადოების მიერ არის დაწესებული? ყურადღება მიაქციეთ ყველა შეგრძნებას, რომლებსაც განიცდით, როდესაც ჩვეულ საქმიანობას აკეთებთ.

ქალწული

თქვენს სხეულს სჭირდება განტვირთვა. მას სურს გახალისდეს, მიიღოს ნათელი შეგრძნებები და ემოციები. გააკეთეთ ახლა ის, რასაც დიდი ხანია თავს არიდებდით. სცადეთ ახალი საკვები, შეცვალეთ თქვენი ყოველდღიური განრიგი, იმოგზაურეთ. შეეცადეთ შეამჩნიოთ პოზიტიური ცვლილებები საკუთარ თავში.

სასწორი

ახლა თქვენთვის მნიშვნელოვანია ისწავლოთ ფოკუსირება მთავარზე. გამოიყენეთ საღი აზრი და ლოგიკა. ისინი დაგიცავთ უსიამოვნებებისგან. 

მორიელი

ინიციატივა და სარისკო ქმედებები ახლა უსარგებლოა. დიდია ალბათობაა იმისა, რომ ეს  სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. ფოკუსირება მოახდინეთ ძველი ამოცანების შესრულებასა და თქვენი პროფესიონალიზმის გაუმჯობესებაზე.

მშვილდოსანი

ეს კვირა სამუშაოს გამო ძალიან დატვირთული იქნება. წინ ბევრი შეხვედრა, ზარი და დავალება გელით. ამ პერიოდში გამორთეთ ემოციები და კონცენტრირდით მხოლოდ კარიერაზე. შაბათ-კვირას შეგიძლიათ ცოტა დაისვენოთ და გადაერთოთ საყვარელ აქტივობებზე. 

თხის რქა

დაუთმეთ ეს დღეები საკუთარ თავზე ზრუნვას. დაიცავით მსუბუქი დიეტა, რათა თავიდან აიცილოთ სიმძიმის შეგრძნება. ივარჯიშეთ ყოველ დილით. ჩართეთ მარტივი მასაჟები. ამ დროს სხეული ცოტას დაისვენებს და ძალაც მოგემატებათ.

მერწყული

მომავალ კვირაში თქვენ იგრძნობთ ენერგიისა და შთაგონების მოზღვავებას. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც დიდი ხანია სურდა რაღაცის შეცვლა ცხოვრებაში. ახალი ცოდნისა და პრაქტიკის მიღება ადვილი იქნება. შეეცადეთ, არ გაჩერდეთ და განახორციელოთ იგი რეალობაში.

თევზი

დაუთმეთ თქვენი სრული ყურადღება თქვენს განათლებას. შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი ცოდნის გაღრმავება ან თუნდაც ახლის მიღება. სერიოზულად მოეკიდეთ ამ საკითხს. დამატებითი კურსები ხელსაყრელია როგორც თქვენს სპეციალობაში, ასევე თქვენთვის საინტერესო ახალი მიმართულებით.