"ერთ რამეს მივხვდი - სიყვარულისთვის გვიანი არასდროსაა, მომენტით უნდა დატკბე" - შერი 40 წლით უმცროსი შეყვარებულისა და ურთიერთობების შესახებ - Marao

"ერთ რამეს მივხვდი - სიყვარულისთვის გვიანი არასდროსაა, მომენტით უნდა დატკბე" - შერი 40 წლით უმცროსი შეყვარებულისა და ურთიერთობების შესახებ

2023-10-16 10:26:52+04:00

საკულტო მსახიობისა და მომღერლის ცხოვრება არაერთხელ მომხდარა ცნობილი გამოცემების ყდაზე და, მეტიც, ბროდვეის მიუზიკლის თემაც გახდა. ის ყოველთვის ახერხებდა საზოგადოების ყურადღების მიპყრობას და დღემდე შეუძლია მიიღოს და ისწავლოს ცხოვრების ახალი გაკვეთილები. 

"თუ ბედნიერებას გრძნობ, ვერ იფიქრებ იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ის, - თქვა შერიმ People-თან ბოლო ინტერვიუში, - უნდა იფიქრო მხოლოდ იმაზე, თუ რას გრძნობ და იცხოვრო ამ მომენტით“. თავადაც სწორედ ასე ცხოვრობს - ტკბება მომენტით. 

სპეკულაციების მიუხედავად, შერი და მისი პარტნიორი ალექსანდრე 'A.E' ედვარდსი დაახლოებით ერთი წელია, ერთად არიან. თავიდან საკმაოდ დიდი ინტერესი იყო წყვილის მიმართ, განსაკუთრებით, მათი 40-წლიანი ასაკობრივი სხვაობის გამო. „რაც უნდა მოხდეს, მე მასთან ყოფნა მომწონს“ - ამბობდა მომღერალი. 

„ჩვენ ერთად დროს მხიარულად ვატარებთ, მივხვდი, რომ გვიანი არასდროსაა. თუ სტატისტიკას შეხედავთ, ნახავთ, რომ ჩვენი მსგავსი წყვილები, ხალხის აზრით, განწირული არიან, მაგრამ ჩვენ ერთ წელზე მეტია, ერთად ვართ და ეს რომ მხოლოდ ერთი წელი ყოფილიყო, მაინც ღირდა - საუკეთესო დრო გავატარე მასთან ერთად“ - ამბობს შერი.