კომპანია "ვისოლის" მეწილის, ლევან ფხაკაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, 27 წლის ანი ფხაკაძეს, სოციალური ქსელის მომხმარებლები კარგად იცნობენ. მან მენეჯმენტი Glion Institute of Higher Education-ში შეისწავლა, ბიზნესი და მარკეტინგი - George town University-ში. ასევე სწავლობდა Bentley University-სა და ბარსელონის უნივერსიტეტში.
ანის ძალიან უყვარს მოგზაურობა და 30 ათასზე მეტ გამომწერს ხშირად უზიარებს ულამაზეს კადრებს. ცოტა ხნის წინ ანი ფხაკაძე დაოჯახდა. მისი რჩეული ბიზნესმენი ამურ დე სედლერია. ანიმ მეუღლის გვარი მიიღო. 29 სექტემბერს კი ის პირველი შვილის დედა გახდა. როგორც ცნობილია, ბავშვს ლეონ სტანისლას დე სედლერი დაარქვეს.