სტრესი, სტრესი, სტრესი... ხანდახან გვეჩვენება, რომ ეს ჩვენი მთავარი თანამგზავრია. მძიმე დღის შემდეგ ხშირად ძნელია დაძინება.
ასეთი შემთხვევებისთვის, სომნოლოგებმა გამოიგონეს ტექნიკა სახელწოდებით "ხიდი". ეს ტექნიკა ბავშვებისთვისაც კი გამოდგება და ყოველდღიური რუტინის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
"ხიდის" მთავარი იდეა არის სიფხიზლიდან ძილში მშვიდი გადასვლის შექმნა.
ლეპტოპის გამორთვის ან ტელევიზორის ყურების შემდეგ დაუყოვნებლივ არ უნდა დაიძინოთ. ამის ნაცვლად, თქვენ უნდა მოიფიქროთ მშვიდი რიტუალი, რომელიც ყოველ დღე განმეორდება და ერთგვარი დამაკავშირებელი ელემენტი იქნება თქვენს ჩვეულ აქტივობასა და ძილს შორის. სწორედ ეს „ხიდი“ გამოიწვევს თქვენს გონებაში პირდაპირ ასოციაციებს ძილთან და დაეხმარება თქვენს ტვინს გააცნობიეროს, რომ დასვენების დროა.
გამოიყენეთ სხვადასხვა მშვიდი აქტივობა: წიგნის კითხვა, მუსიკის მოსმენა, არომატული ზეთებით აბაზანა ან მედიტაცია. მთავარია ეს ყველაფერი ერთი კვირის განმავლობაში, ყოველ დღე გაიმეოროთ.