ხატია ბუნიათიშვილმა ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლის ასაკში დაიწყო, დღეს კი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე პოპულარული პიანისტია. ხატიას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი კი მუდმივად არსებობს.
14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებს გაუმხილა, რომ ის ორსულად იყო. 7 ივნისს კი მან პატარას პირველი ფოტო გამოაქვეყნა. "ჩვენი ცხოვრების სიყვარული დაიბადა" - დაწერა ხატიამ. "შვეიცარიაში დაიბადა, შარლოტი დავარქვით" - თქვა ხატიას დედამ, ნატალი ბუნიათიშვილმა.
ვინ არის ხატია ბუნიათიშვილის რჩეული, ამაზე პიანისტი საჯაროდ არ საუბრობს, თუმცა პარტნიორთან ერთად გადაღებული ოჯახური კადრები გამოაქვეყნა და გულშემატკივრების მოწონებაც დაიმსახურა: "მადლობა, მიყვარხარ“ - წერს ის.