წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. 21 წლის ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი.
ნიცამ და ხვიჩამ გუშინ, 16 ოქტომბერს იქორწინეს. მათ ჯვარი დაიწერეს და მეგობრებისა და ახლობლების წრეში ლამაზი საღამო გაატარეს. წყეულებაზე ნიცამ და ხვიჩამ ცეკვაც შეასრულეს, იმღერეს და სადღესასწაულო ტორტიც გაჭრეს. კვარაცხელიას ქორწილს იტალიური მედიაც გამოეხმაურა:
„ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“. – წერს იტალიური მედია.