კრისტი ყიფშიძე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და "ინსტაგრამის" გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს. კრისტი გულშემატკივრებს თავის მოვლის შესახებ არაერთ სასარგებლო რჩევასაც აძლევს.
კრისტის გამომწერებში განსაკუთრებულ სიყვარულს იწვევს მისი სტილი და ჩაცმულობა. მოდელი სხვადასხვა დახვეწილ და ელეგანტურ სამოსში ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება.
ამჯერად კრისტი ახალ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ყველა ქალს შეუძლია, იდეალურად გამოიყურებოდეს: "ყველა ქალს შეუძლია იდეალურად გამოიყურებოდეს. პატივი ეცით, გიყვარდეთ და აპატიეთ საკუთარ თავს" - აღნიშნავს მოდელი.