თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ გამომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, აძლევს რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ყოველდღიურად უზიარებს.
ამჯერად თიკა იუბილარია და სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.
„ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული უნდა მყავდე მუდამ“. – წერს არჩილ სოლოღაშვილი.
„ჩემი დღეც დაიწყო და აი, მოლოცვაც“. – წერს თიკა.