საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარის, ნუკრი რევიშვილის და მოდელ თიკო ჩხეიძის უფროსი ქალიშვილი ტატა რევიშვილი 9 წლის ასაკში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. თიკო "ინსტაგრამზე" პერიოდულად აქვეყნებს გარდაცვლილი ქალიშვილის ფოტოებს და ვიდეოებს.
ცოტა ხნის წინ თიკო ჩხეიძემ და ხატია სიჭინავამ დააფუძნეს ნეირობალანსირების ცენტრი, რომელიც ბავშვთა მკურნალობაზეა ორიენტირებული.
ნეირობალანსირების ცენტრთან ასევე დაარსდა ფონდი „ტატა“.