"ულამაზესი ქართული ოჯახი" - როგორია ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილის, ლიზა მაღრაძის ცხოვრება და ოჯახური იდილია - Marao

"ულამაზესი ქართული ოჯახი" - როგორია ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილის, ლიზა მაღრაძის ცხოვრება და ოჯახური იდილია

2023-10-21 20:20:31+04:00

ლიზა მაღრაძე საზოგადოებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნო. ლიზა პატარა ასაკიდან მღერის, მოგვიანებით კი მან ტელეწამყვანის ამპლუაც მოირგო. ის ბადრი პატარკაციშვილის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია. როგორც ცნობილია, ბადრი პატარკაციშვილს შვილიშვილთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, მასთან დიდ დროს ატარებდა და პატარა ლიზას ყველა სურვილს უსრულებდა.

ლიზა მაღრაძე საიდუმლოდ დაქორწინდა რჩეულზე, გიორგი კაკაბაძეზე. წყვილს ქორწილი არ გადაუხდია და, მიუხედავად საზოგადოების ინტერესისა, ლიზა პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა არ საუბრობს, თუმცა ოჯახურ კადრებს “ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს. წყვილს ერთი შვილი, ანინე ჰყავს.