ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი არაერთი საინტერესო მიღწევითა და ჩვენებით ასპარეზობს მოდის ინდუსტრიაში. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალგაზრდა მოდელმა საერთაშორისო წარმატებას უკვე მიაღწია. პირველად პოდიუმზე 16 წლის ასაკში გამოჩნდა და მალევე დაიმსახურა საზოგადოების ყურადღება. გამორჩეული, დახვეწილი სტილითა და ვიზუალით არაერთი ქალის შთაგონების წყაროა. გთავაზობთ ქუჩის სტილის ინსპირაციას მატილდა გვარლიანის ახალი ფოტოებიდან.