როგორ შეგიძლიათ შეწყვიტოთ სხვა ადამიანების აზრზე ნერვიულობა და გახდეთ ის, ვინც ნამდვილად გსურთ, რომ იყოთ? შეუძლებელია, ყველას მოაწონოთ თავი, საჭიროა, გიყვარდეთ და იღებდეთ საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ხართ. მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანი საზოგადოების სრულფასოვან წევრად გრძნობდეს თავს, რომ ის საჭირო კომპონენტია, აფასებენ და უყვართ. მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო პრიორიტულია, ჩვენ რას ვფიქრობთ საკუთარ თავზე, შეუძლებელია ადამიანი სრულად უგულებელყოფდეს სხვის აზრს მასზე, მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვრები აქვს.
მაგრამ, როგორც სხვაგან, აქაც ვერ გადახვალთ უკიდურესობებში: თუ დაიწყებთ საზოგადოების აზრზე დამოკიდებულებას თქვენი პიროვნების შესახებ, ეს აკვიატებული აზრი ნელ-ნელა გაანადგურებს თქვენს თვითშეფასებას. მოდით, სწრაფად შევამოწმოთ, გაქვთ თუ არა ეს პრობლემა.
შეამოწმეთ, ხართ თუ არა სხვის აზრზე დამოკიდებული:
ხშირად გახასიათებთ ისეთი ქმედება, რასაც თქვენგან მოელიან, სხვისი აზრი თქვენთვის საკუთარ აზრზე მნიშვნელოვანია.
ბოდიშს იხდით ყველაფერზე, გტანჯავთ მუდმივი დანაშაულის გრძნობა.
არაკომფორტულად გრძნობთ თავს საკუთარი აზრის დაფიქსირებისას, გაურბიხართ პოლემიკაში შესვლას სხვა ადამიანებთან. კამათის დროს მალე ნებდებით, რათა დავის დროს ვინმეს არ აწყენინოთ ან თუნდაც ეუხეშოთ.
ყველაფერს აკეთებთ შექების მოსაპოვებლად. ის, თუ რას ფიქრობენ თქვენზე, მოქმედებს თქვენს განწყობაზე და ამის მიხედვით გეცვლებათ ხასიათი.
როგორ შევწყვიტოთ სხვა ადამიანების აზრზე დამოკიდებულება?
- ჩამოწერეთ თქვენი ძლიერი მხარეები და ღირებულებები. ეს მოსაწყენად ჟღერს - ვიცით, მაგრამ მუშაობს. შეადგინეთ ორი სია: ერთ სვეტში ჩაწერეთ თქვენი საუკეთესო თვისებები (კეთილი, მზრუნველი, სამართლიანი), მეორეში - რას მიიჩნევთ თქვენი ბედნიერების აუცილებელ პირობად. ზოგისთვის ეს არის თავისუფლება, აკეთოს ის, რაც უნდა; ზოგისთვის ეს არის სტაბილურობა.
- საკუთარ თავს აუხსენით, რა ზიანი შეიძლება მოგაყენოთ სხვა ადამიანების აზრზე დამოკიდებულებამ. დიახ, ყველამ იცის, რამდენად ცუდია ამაზე კონცენტრირება, მაგრამ ცოტას თუ აქვს ბოლომდე გათავისებული მოცემულობის ზუსტი გაგება.
- ნება მიეცით ადამიანებს, იფიქრონ, რაც უნდათ თქვენზე. ადვილი სათქმელია, დიახ. მაგრამ უფრო ადვილი იქნება სხვა ადამიანების აზრის იგნორირება. თუ მიიღებთ იმ ფაქტს, რომ ყველა განსჯის სხვებს მათი ცხოვრებისეული გამოცდილების, აღზრდის, მსოფლმხედველობისა და ხასიათის თვისებების მიხედვით. და ხშირად ადამიანების რეალობის აღქმა დამახინჯებულია მათივე ფსიქოტრავმებით და ეს მათი პრობლემებია და არა თქვენი.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ