მიუხედავად იმისა, რომ წყვილმა ყველა გამოწვევა გადალახა, რომ ოჯახი გამხდარიყო, ამან უილ სმიტი და მისი ცოლი მტკივნეული განშორებისგან ვერ დაიცვა.
უილ სმიტი და ჯეიდა პინკეტ სმიტი 1997 წელს დაქორწინდნენ. წყვილს ორი ნიჭიერი შვილი ჰყავს, მუშაობენ საერთო პროექტებზე, არასდროს ჩნდებოდნენ საზოგადოებაში ერთმანეთის გარეშე და 26 წლის მანძილზე ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ სურათია და რეალობა ისაა, რომ წყვილმა დიდი ხნის წინ დაასრულა ურთიერთობა. როგორც ჩანს, ეს წყვილი არასოდეს წყვეტს გულშემატკივრების გაოცებას. პინკეტ სმიტმა People-თან ინტერვიუში აღიარა, რომ ის და უილი ფარულად დაშორდნენ შვიდი წლის წინ, დაიღალნენ "გატეხილი ქორწინების გადარჩენის" მცდელობით.
2022 წელს, "ოსკარის" ცერემონიაზე, მილიონობით ადამიანის თვალწინ, ცოლის ღირსების დასაცავად სმიტმა წამყვან კრის როკს სახეში ხელი დაარტყა. კომიკოსმა სპექტაკლის დროს ჯეიდას თმაზე უხერხული კომენტარი გააკეთა. რამდენიმე წლის წინ ექიმებმა მას ალოპეციის დიაგნოზი დაუსვეს, დაავადება, რომელიც თმის სრულ ცვენას იწვევს. უილ სმიტმა ბრაზი ვერ შეიკავა და ცოლის ღირსების დასაცავად ფიზიკურად იძალადა. მან კრის როკს დაარტყა სახეში, შემდეგ კი დაუყვირა: „არ გაბედო ჩემი საყვარელი ადამიანის სახელის თქმა შენი ბინძური პირით“. სწორედ ეს გახდა ჰოლივუდში უილ სმიტის „დაქენსელების“ მიზეზი.

მისი კარიერის უკანსვლა სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიწყო. ამერიკულმა კინოაკადემიამ აუკრძალა უილ სმიტს ფილმებში მონაწილეობა და საჯარო ღონისძიებებზე დასწრება უახლოესი ათი წლით, ხოლო მედიაში მუდმივად ჩნდებოდა ახალი სტატიები, რომლებიც აკრიტიკებდნენ მსახიობის ემოციურობას. როგორც ტაბლოიდები აღნიშნავენ, უილს ძალიან რცხვენია თავისი ამ საქციელის, მაგრამ მისი ცოლისადმი მიჯაჭვულობა სხვა დანარჩენს აღემატება.
სულ ცოტა ხნის წინ ინტერვიუში ჯეიდამ გაამხილა, რომ ის და სმიტი უკვე 7 წელია დაშორებულები არიან და ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მისი თქმით, აქამდე ამის გასაჯაროებისთვის მზად არ იყვნენ. ჯეიდამ დაშორების მიზეზებზეც ისაუბრა, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალურად განქორწინებას არ გეგმავენ.
"ვფიქრობ, ორივე ჩვენ-ჩვენს ფანტაზიებში ვცხოვრობდით და წარმოვიდგენდით, როგორი გვინდოდა, ჩვენი პარტნიორი ყოფილიყო", — აღნიშნავს მსახიობი.
