ფაქტია, რომ ისტორიულად რიცხვი 7 მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საზოგადოებაში, კულტურაში, რელიგიაში და ფსიქოლოგიაშიც კი.
7 ცნობილია უძველესი დროიდან
ყველაზე ცნობილი მაგალითია მსოფლიოს შვიდი საოცრება:
1. ხეოფსის პირამიდა
2. დაკიდებული ბაღები
3. არტემიდას ტაძარი
4. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში
5. ჰალიკარნასის მავზოლეუმი
6. როდოსის კოლოსი
7. ალექსანდრიის შუქურა
7 მნიშვნელოვანი რიცხვია რელიგიაში
ძველ აღთქმაში სამყარო შეიქმნა ექვს დღეში და ღმერთმა მეშვიდე დღეს დაისვენა - საფუძველი ჩაუყარა შვიდდღიან კვირას, რომელსაც დღესაც ვიყენებთ. რიცხვი შვიდი ასევე ჩანს გამოცხადების წიგნში (შვიდი ეკლესია, შვიდი ანგელოზი, შვიდი ბეჭედი, შვიდი საყვირი და შვიდი ვარსკვლავი). ყურანი საუბრობს შვიდ ცაზე და მუსლიმი მომლოცველები მექაში (ისლამის უწმინდეს ადგილას) ქააბას შვიდჯერ უვლიან გარს. ბუდიზმში ახალშობილი ბუდა დგება და შვიდ ნაბიჯს დგამს.

ეს რიცხვი იღბალთან ასოცირდება
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებობდა რწმენა მეშვიდე ვაჟის შესახებ, ლეგენდების თანახმად, ოჯახსი დაბადებული მეშვიდე ვაჟი მკურნალის ნიჭით იყო დაჯილდოებული.
შვიდი შეესაბამება ადამიანის მეხსიერების შესაძლებლობებს
1956 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯორჯ მილერმა დაწერა ის, რაც ახლა ფსიქოლოგიის დარგში ერთ-ერთ კლასიკურ ნაშრომად ითვლება. მან აჩვენა, რომ ადამიანების უმეტესობას შეუძლია შეინახოს დაახლოებით შვიდი ინფორმაცია მოკლევადიან მეხსიერებაში. სწორედ ამიტომ, აშშ-სა და ბევრ სხვა ქვეყანაში ტელეფონის ნომრებს შვიდი ციფრი აქვს.
აქვე გაგახსენბთ, რომ ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავი, რონალდო, სოწრედ 7-ნომრიანი მაისურით თამაშობს. ორი შვიდიანი კი ქართველი "კვარადონას", ხვიჩა კვარაცხელიას რიცხვია. ასე რომ, დაფიქრდით, მას მართლა შეუძლია წარმატების მოტანა...