თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ გამომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, აძლევს რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით და, გარდა ამისა, გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ყოველდღიურად უზიარებს.
ცოტა ხნის წინ თიკას დაბადების დღე ჰქონდა. ტელეწამყვანს იუბილე უამრავმა ადამიანმა მიულოცა. გრანდიოზული დაბადების დღის კადრებს თიკა სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
თიკა სამადლობელ პოსტს ავრცელებს საკუთარ "ფეისბუკგვერდზე" და ამავდროულად, გვიზიარებს გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ მიერ სპეციალურად მომზადებულ სიუჟეტს, რომელშიც მაყურებელი ტელესახეს იუბილეს ულოცავს:
"ეს ვიდეო აღმოჩნდა სრული კულმინაცია… უკვე სახლში მოსულს და გათანგულს შემომხვდა სრულიად მაშოკიდებლად. ეს არის კოსმოსი, ეს არის ის, სადაც ვუშვებთ სიყვარულს, რომელიც მერე ბუმერანგივით უკან ბრუნდება. ან როდის, ან რანაირად დავიმსახურე ასეთი დამოკიდებულება, მე არ ვიცი… ჩემზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც არ მიცნობენ და გამოხატავენ უზომო სიყვარულს და სიმპათიას... ეს გული არ გამისკდეს ბედნიერებისგან. მადლობელი ვარ თქვენი არსებობით, ადამიანებით, რომლებიც ასხივებთ სიკეთეს და სიყვარულს. ჩვენ ვცნობთ ერთმანეთს. ჩემი "დილა მშვიდობისა საქართველო" გუნდს კი ვერასდროს გადავუხდი იმ სიხარულის და ბედნიერების ცრემლებისთვის მადლობას. ძალიან გამიმართლა, ძალიან" - წერს თიკა ფაცაცია.