"გაძეტა დელო სპორტი" ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ქორწილს გამოეხმაურა. წერილის ავტორია ჟურნალისტი ვინჩენცო დ'ანჯელო, სალომე ხარატიშვილის უშუალო მონაწილეობით,. ქართული თარგმანიც სალომე ხარატიშვილს ეკუთვნის:
"ყველაზე ლამაზი გოლი, რომელსაც დიდი ხანია ელოდა. "დიახ, თანახმა ვარ" - სიტყვები, რომლებიც ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. ბედნიერების ეს წუთები მან თავის ყველაზე ახლობელ ადამიანებთან ერთად ერთ ლამაზ დღეს გაიზიარა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ნიცა თავაძეზე სამოქალაქო ქორწინება, რომელიც ივნისში შედგა, ამჯერად საეკლესიო რიტუალით დაამშვენა. სამთავროს დედათა მონასტერი საქართველოს უძველეს ქალაქ მცხეთაში, თბილისიდან 25 კილომეტრში მდებარეობს და კვარაცხელიას ოჯახისთვის ახლობელი ადგილიც არის.
სწორედ აქ, მართლმადიდებლური რიტუალის აღსრულებით, წყვილის მიერ დიდი ხნის წინ დაგეგმილი ქორწილიც აღსრულდა. "კვარამ" და ნიცამ სამუდამო სიყვარული უფლის წინაშე შეჰფიცეს ერთმანეთს. საქორწინო რიტუალი მდიდარი იყო სიმბოლოებითა და ბრწყინვალე სანახაობით.
წვეულება - ემოციური და დაუვიწყარი სანახაობა აღმოჩნდა 60 სტუმრისთვის. მხოლოდ უახლოესი ნათესავები და რამდენიმე სიყრმის მეგობარი. მისთვის ესოდენ მნიშვნელოვან დღეს "კვარამ" ქართული ტრადიციული სამოსი - ჩოხა შეარჩია (თეთრი ფერი - საქორწინო ცერემონიისთვის) - ტიპური ტრადიციული სამოსი ქართველი და კავკასიაში მცხოვრები ეთნიკურად კავკასიელი ხალხისთვის.
ნიცამაც, თავის მხრივ, ტრადიციული სტილის საქორწინო კაბა შეარჩია. საქორწინო ბეჭდების სამჯერ გაცვლის შემდეგ, მომდევნო ნაბიჯი უკვე გვირგვინის დადგმის ეპიზოდი იყო, რაც საქორწინო რიტუალის საბოლოო შტრიხია.
ეკლესიიდან გამოსულთ კი აღმართული ხმლების კორიდორის გავლა მოუწიათ. თავის მხრივ, ეს რიტუალიც ბედნიერების კარიბჭის სიმბოლოდ მიიჩნევა.
ფოიერვერკები - ტრადიციული ცეკვა-თამაში და საქორწინო ვახშამი თბილისში, ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში გაიმართა. რესტორანი თავისი ისტორიითა და მნიშვნელობით დედაქალაქის მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევა, რომელიც მდებარეობს მთაწმინდაზე და აქედან სტუმრებს ქალაქის გასაოცარ ხედებს სთავაზობს. სწორედ ამ შესანიშნავი ხედის ფონზე "კვარამ" და ნუცამ ტორტის გაჭრის ცერემონია ფოიერვერკების ფონზე იზეიმეს.
წაიკითხეთ სრულად