გიული ჩოხელი წლების წინ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო. ჯაზ-შემსრულებელი დიდი წარმატებით მოღვაწეობდა და მსმენელს თავი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაამახსოვრა.
როგორც მუსიკოსი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, ძალიან განიცდიდა, რომ წლების მანძილზე მისი პოპულარობა იკლებდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერშიც ისაუბრა:
"მე ვარ ჯაზმენი შინაგანად... გონება, გული, ხმა, ყველაფერი... მოხდა ისე, რომ მე გავხდი პირველი, რომელმაც ეს გაბედა.
ამ წუთას ვფიქრობ, ასეთი აჟიოტაჟი რომ არის ჩემ გარშემო – ხან იქ, ხან აქ, გერმანიამ გამოუშვა ეს ალბომი, ჩემს თვალებში კი არის კითხვა – რატომ მაწვალებდით წინათ? რატომ არ გინდოდათ თქვენ ჩემი აღიარება? ახლა ვარ ნამდვილად გიული“, - ამბობს 88 წლის გიული ჩოხელი.