ქართული ეროვნული ბალეტის, "სუხიშვილების" სოლისტს, მოცეკვავე მურო გაგოშიძეს, სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. მის მიერ შესრულებული ცეკვა ყოველთვის ემოციურობით გამოირჩევა და ნამდვილ დღესასწაულს ჰგავს. მურო გაგოშიძე უკვე არაერთი წელია, რაც "სუხიშვილებში" ცეკვავს და ამ წლების მანძილზე შეძლო, შეექმნა ინდივიდუალიზმითა და პროფესიონალიზმით გამორჩეული ნომრები.
სოციალურ ქსელში, გარდა მურო გაგოშიძის მიერ შესრულებული ნომრებისა, ყურადღებას მისი და მისი რჩეულის, მანო მიქაძის ფოტოებიც იქცევს. მანო მიქაძე ასევე მოცეკვავეა - მას საკუთარი საბალეტო სტუდია აქვს. წყვილმა 19 აგვისტოს, მუროს დაბადების დღეზე იქორწინა და სტუმრებისთვის ერთობლივი ცეკვაც შეასრულა.
მუროს და მანოს ,,ცეკვით შესრულებული სიყვარული “ - "სუხიშვილების" სოლისტის, მურო გაგოშიძისა და მისი მეუღლის, მანო მიქაძის შთამბეჭდავი ცეკვა საკუთარ ქორწილში
მურო და მანო ახლად შექმნილ ოჯახსა და ცეკვის სიყვარულზე საუბრობენ:
"ნაო ჩემთვის ღმერთის საჩუქარია. უფლის მადლობელი ვარ, ერთმანეთს რომ შეგვახვედრა.
დედა რომ ემიგრაციაში წავიდა, მაშინ 16 წლის ვიყავი. სწორედ ამ პერიოდში გადავედი ანსამბლში. ძალიან დიდი დამსახურება აქვთ ნინო და ილიკო სუხიშვილებს, რადგან როგორც საკუთარ შვილს, ისე მზრდიდნენ" - ამბობს მურო გაგოშიძე.
