ამერიკულ ჟურნალ GQ-თან ინტერვიუში სალმა ჰაიეკმა განაცხადა, რომ დილით სახეს არასდროს იბანს. მისი თქმით, ეს ტექიკა ბებიამ ასწავლა. მსახიობი ამას იმით ხსნის, რომ ღამით კანი წარმოქმნის ცხიმის ბუნებრივ ფენას, რომელიც გეხმარებათ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ. სალმა გვირჩევს, რომ კარგად დაიბანოთ სახე ღამით სპეციალური პროდუქტების გამოყენებით, მაგრამ დილით გამოტოვოთ ეს რუტინა.

რა არის მიკრობიომი და რატომ არის საჭირო?
მიკრობიომი არის მიკროორგანიზმები, რომლებიც ცხპვრობენ ჩვენი კანის ზედაპირზე. ეს მხარს უჭერს კანის ჯანმრთელობას და იმუნიტეტს. როდესაც მიკრობიომი სუსტდება, კანი ხდება დაუცველი. მიკროფლორა მას უფრო გამძლეს ხდის სტრესული სიტუაციებისა და გარემოს მავნე ზემოქმედების მიმართ.მიკრობიომის ფუნქციები:
• ის აძლიერებს ჰიდროლიპიდურ მანტიას და იცავს ეპიდერმისს უარყოფითი ფაქტორებისგან. ცუდი ეკოლოგია, ძლიერი ქარი, მცხუნვარე მზე და ტემპერატურის მერყეობა გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე;
• ის აღადგენს კანის უჯრედებს, ახანგრძლივებს მათ სიცოცხლეს და კურნავს დაზიანებებს;
• ახდენს კანის დატენიანებას და მჟავიანობის ბალანსის ნორმალიზებას, ხელს უშლის სიმშრალეს და აქერცვლას;
• ის იცავს კანის უჯრედებს მავნე თავისუფალი რადიკალებისა და ოქსიდანტებისაგან, ხელს უშლის მათ ნაადრევ დაბერებას.
როგორ გავიგოთ, რომ მიკრობიომი უკვე დაზიანებულია:
• იგრძნობა კანის დაჭიმულობა, არის სიმშრალე და აქერცვლა ჩვეულებრივი მოვლის შემდეგაც კი;
• არსებობს ძლიერი რეაქცია გარე ფაქტორებზე: მზე, ყინვა, ქარი;
• გრძნობთ დისკომფორტს, როდესაც იყენებთ პროდუქტებს კანის დასაბანად და გასაწმენდად;
• პერიოდულად ჩნდება სიწითლე და ქავილი.