იტალიური კინოკომედია "ჭირვეულის მორჯულება", რომელიც 1980 წელსაა გადაღებული, ქართველი მაყურებლისთვისაც ნაცნობი და საყვარელია, რადგან მისი მთავარი გმირები მსოფლიო ვარსკვლავები, ადრიანო ჩელენტანო და ორნელა მუტი არიან. ორნელას გასაოცარი სილამაზე და ჩელენტანოს იტალიური სიჯიუტე შთამბეჭდავ ტანდემს ქმნის.
როგორ მოხვდნენ ბაში-აჩუკი, ანუ ოთარ კობერიძე და "ჭირვეულის მორჯულების" ვარსკვლავი ორნელა მუტი ერთ ფილმში - ამის შესახებ საკუთარ რუბრიკაში კინომცოდნე ზაკ მირიანაშვილმა ვრცლად ისაუბრა: