მუსიკოსს, ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტს, გიგი დედალამაზიშვილს, საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. გიგიმ მოკლე დროში შეძლო საზოგადოებისთვის თავის შეყვარება და მისი გულშემატკივრების რიცხვი ყოველდღე უფრო და უფრო იზრდება. გარდა გიგი დედალამაზიშვილის კარიერული წარმატებისა, საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას მისი პირადი ცხოვრებაც იმსახურებს.
მომღერლის მეუღლე უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კარპია. მათ ორი შვილი ჰყავთ. „მარინას რომ შევხვდი, რაღაცნაირად მივხვდი, რომ ჩემი ადამიანი ვიპოვე და ერთმანეთისთვის ვიყავით დაბადებული. ბავშვი იყო და დიდს ჰგავდა. მივხვდი, რომ ვეძებდი ისეთ ქალს, როგორიც მარინაა. ძალიან მიხარია, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ”, – ამბობდა გიგი დედალამაზიშვილი.
ამჯერად გიგი და მარინა ქორწინების 11 წლის იუბილეს აღნიშნავენ და რადიო ფორტუნას გადაცემაში "ვარსკვლავური დუეტი" ერთმანეთის კითხვებს პასუხობენ.
"საქართველოში ყველაფერი მიყვარს, იმიტომ, რომ გიგისთანაა კავშირი. ტრადიციები, ხალხი... გიგის მეგობრები უკვე ჩემი მეგობრები არიან. თავს სახლში ვგრძნობ... გიგის ფეთქებადი ხასიათი არ მომწონს, მაგრამ ამის გარეშე არ წარმომიდგენია" - ამბობს მარინა.
გიგი: „პირველად რომ დაგინახე, ძალიან მომეწონე, შენნაირი გოგო მანამდე ნანახი არ მყავდა...“
მარინა: „შენში ბევრი რამ არ მომწონს, მგონი ეს ჩვენი ბოლო ინტერვიუა...“