სულ ცოტა ხნის წინ კომპანია Meta-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი რობოტი, “Bilie” წარადგინა, რომელიც მოდელ კენდალ ჯენერის მსგავსად გამოიყურება. მოდელი პროგრამის ნაწილია, რომელიც მომხმარებელს ეხმარება, გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა საკითხში. ის მზად არის, ნებისმიერ თემაზე გვესაუბროს. მოდელი ახალი ინტერაქციის ნაწილია, რომელიც ფოკუსირებულია მომსახურების გაუმჯობესებაზე.
მას შემდეგ, რაც ინტერნეტსივრცეში რობოტის ვიდეო გამოჩნდა, კენდალ ჯენერის მიმდევრებმა „გამოძიება“ დაიწყეს და ამტკიცებენ, რომ ვიდეომიმართვაში ნამდვილად მოდელი საუბრობს, რადგან შეუძლებელია, რობოტი ამდენად რეალისტური იყოს. „შეშინებული და გაოცებული ვარ“ - წერენ ფანები. „თუ ეს ნამდვილად რობოტია, ვფიქრობ, ყველაფერი ნამდვილად ცუდადაა, თავი სერიალ „შავ სარკეში“ მგონია...“