მწერალი და ტელეწამყვანი დათო გორგილაძე რადიო ფორტუნას სტუმარია, სადაც ოჯახსა და მამობაზე საუბრობს. დათოს მეუღლე მწერალი ნინია მაჭარაშვილია, წყვილს ერთი შვილი - რემედიოსი ჰყავს.
"ჩემი ცხოვრება შვილის დაბადების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. აბსოლუტურად სხვა ფერები, განცდები და განწყობები შემოიტანა. შვილზე უკეთესი მეგობარი ვერასდროს ვერ გეყოლებათ. შვილის ყოლა ვალდებულებასთან ერთად, პირველ რიგში, ბედნიერებაა - გაძლევს საშუალებას, რომ ხელახლა დაიბადო" - ამბობს დათო გორგილაძე.