ყველაფერი, რაც ბელა ჰადიდის ახალ შეყვარებულზე, იდუმალ „cowboy”-ზე ვიცით - ვინ არის ის სინამდვილეში? - Marao

ყველაფერი, რაც ბელა ჰადიდის ახალ შეყვარებულზე, იდუმალ „cowboy”-ზე ვიცით - ვინ არის ის სინამდვილეში?

2023-10-20 15:36:30+04:00

რამდენიმე დღის წინ სუპერმოდელი ბელა ჰადიდი, მას შემდეგ, რაც შეყვარებულს დაშორდა, პაპარაცებმა ახალ რჩეულთან ერთად ხელჩაკიდებული დააფიქსირეს. მოდელის მეგობარი ბიჭი ძველი სტილის ქოვბოია. 35 წლის ადან ბანუელოსი ცხენოსანი და მწვრთნელია. ბანუელსონი ცხოველებს შეჯიბრებისთვისა და სპექტაკლებისთვის ამზადებს და საკუთარ საქმეში საკმოდ ცნობილი და წარმატებულია. ბანუელსონი ცხოველებს შეჯიბრებისთვისა და სპექტაკლებისთვის ამზადებს. ეს ერთგვარი ოჯახური ბიზნესია, სადაც მისი მშობლებიც არიან ჩართული და დიდი პოპულარობით სარგებლობენ ამ სფეროში. 

ბელა ჰადიდსა და ადან ბანუელოსს საერთო ინტერესი - ცხენების სიყვარული აერთიანებთ. ბელას ძალიან უყვარს ჯირითი.

პაპარაცულ ვიდეოებს “TMZ” აქვეყნებს, სადაც წყვილი ხელჩაკიდებული სეირნობს.