ცნობილი მოდელი ნინა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის,, ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უფროსს, თაკო ნაცვლიშვილს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. მის სამოდელო კარიერაში არაერთი წარმატებული პერიოდი იყო. კარიერის დასაწყისში თაკო ნაცვლიშვილით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Next Models-ი დაინტერესდა, რომელთანაც მალევე გააფორმა კონტრაქტი. სწორედ ამ კონტრაქტის გაფორმებას მოჰყვა მისი თანამშრომლობა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: "ვერსაჩე", "არმანი", "ელი სააბი", "რალფ & რუსო", "ზუჰაირ მურადი", "დიორი", "ჩალაიანი", "იამამოტო" და სხვ. თვალისმომჭრელი სამოდელო კარიერის პარალელურად, მოდის სფეროში ახალი პროფილით სულ ცოტა ხნის წინ წარდგა, ჩამოაყალიბა პირველი ქართული ეკო-მეგობრული თეთრეულის ბრენდი Sheidish-ი.

ამჯერად თაკომ და, ანა ნაცვლიშვილი, რომელიც უკვე არაერთხელ ვიხილეთ ფოტომოდელის ამპლუაში, საკუთარი ბრენდისთვის გადაიღო, შთამბეჭდავი შავ-თეთრი კადრები კი სოციალურ ქსელშიც გააზიარა. ანას ამ სფეროში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ხშირად აღნიშნავენ, რომ ის განსაკუთრებული, დახვეწილი გარეგნობით გამოირჩევა.

Sheidish-ისთვის, ანასთან ერთად, არაერთი სხვა ცნობილი სახეც პოზირებს, მათ შორის, თავად თაკო ნაცვლიშვილი და მატილდა გვარლიანი.

