რუსკა მაყაშვილი ცნობილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. ეკრანზე პირველად გამოჩნდა "საქართველოს ბანკის" 2010 წლის რეკლამაში; შემდეგ სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“, სადაც ის ანჩოს როლს ასრულებდა. ამ როლმა მის სამსახიობო კარიერასა და წარმატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მოგვიანებით მან ეპიზოდური როლი ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ სერიალში, „შუა ქალაქში“ შეასრულა. აქტიურად იყო დაკავებული რუსთაველის თეატრშიც და გიორგი თავაძისა და რობერტ სტურუას სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას, ბოლო დროს კი კარიერა უფრო კინოს დაუკავშირა.
რუსკა მაყაშვილი იყო სატელევიზიო შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ 2012 წლის სეზონის ერთ-ერთი თანაწამყვანი და ოთო ფოლადაშვილთან ერთად ამავე პროექტის გამარჯვებულიც გახდა. ამჯერად ის ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანია და ტელეეკრანებზე ხშირად ჩნდება.
რუსკა მაყაშვილი დაქორწინებულია სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეზე. წყვილმა ოფიციალურად 8 წლის წინ იქორწინა და მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ. როგორც რუსკა ამბობს, მის მეუღლეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს, თუმცა შვილების ფოტოებსა თუ ვიდეოებს ის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს.
რუსკა, პროფესიონალიზმისა და ნიჭის გარდა, თავისი ბუნებრივობითა და უშუალობითაცაა ცნობილი, რასაც მაყურებელი და გულშემატკივარი განსაკუთრებით აფასებს. ამჯერად ის სოციალურ ქსელში კადრებს სწორედ გადაღების სამზადისიდან აქვეყნებს და დიდ მოწონებასაც იმსახურებს: "ვისთვის რა არის სილამაზე? ჩემთვის, აი, ეს სახის ნაკვთები და მთლიანობა", "რუსკა,შენ ადამიანურობის, უშუალობის და უბრალოების სიმბოლო ხარ ჩემთვის, რაც ყველაფერზე ლამაზი და ამაღლებულია", "ნეტავ იცოდე, როგორ მელამაზები" - წერენ კომენტარებში.