თეონა კონტრიძე რუსეთში მცხოვრები ქართველი მუსიკოსია. ის უკვე არაერთი წელია, რაც სამშობლოდან შორს ცხოვრობს და საქმიანობს, თუმცა ქართველ აუდიტორიასთან კავშირს სოციალური ქსელით ინარჩუნებს.
თეონა, გარდა მუსიკისა, ყურადღებას ხშირად საკუთარი გარეგნობითაც იქცევდა. მუსიკოსი ხშირად აღნიშნავდა, რომ საკუთარი ფორმები აკმაყოფილებდა თავს კომფორტულად გრძნობდა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ წონის კლება სურდა და ამისთვის რამდენიმე ეფექტურ გზასაც მიაგნო.
ამჯერად თეონა კონტრიძე საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ თიტქმის 9 კილოგრამი დაიკლო:
მანამდე თეონა კონტრიძე აღნიშნავდა, რომ 12 კილოგრამის დაკლება სურს: "წონაში ვიკლებ! მინდა -12... არასოდეს მჯეროდა, რომ ალკოჰოლი ასე უშლის ხელს ამ პროცესს. რა თქმა უნდა, პასიური მომხმარებელი ვარ, მაგრამ მაინც... თუ თქვენც გეგმავთ წონის კლებას, მაშინ მიჰყევით ჩემს რჩევას. არც ერთი ჭიქა ღვინო, მასზე დროებით უარი უნდა თქვათ!" - წერდა ის.