მომღერალი ბაბი კირკიტაძე ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს. ის სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხალხისთვის საყვარელი სახეა, ხშირად აქვეყნებს საკუთარი ყოველდღიურობის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს. თავისი ენერგიულობის, ნიჭისა და ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
ამჯერად ბაბი "ინსტაგრამზე" კადრებს ერთ-ერთი ბოლო კონცერტიდან აქვეყნებს, სადაც მან თეთრი, თვლებით გაფორმებული კომბინეზონი მოირგო. მისი გამომწერები აღნიშნავენ, რომ ბაბი შესანიშნავ ფორმაშია და სცენას ძალიან უხდება.