წარმატებულ ქართველ მომღერალს, ნინი ბადურაშვილს, საზოგადოება კარგად იცნობს. მისი მშობლები, ეკა კახიანი და ერეკლე ბადურაშვილი, ასევე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან. ეკა მუსიკოსი და მსახიობია, ერეკლე კი რეჟისორი იყო. ის 57 წლის ასაკში ფილტვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ამჯერად ყურადღებას სწორედ ერეკლე ბადურაშვილის ფილმი "ხიდი" იმსახურებს, რომელშიც მთავარ როლს მისი შვილი, მომღერალი ნინი ბადურაშვილი ასრულებს. ფილმის პრემიერა 13 ოქტომბერს, თურქეთის ქალაქ სტამბულში შედგება.
"სამწუხაროდ, რეჟისორის – ერეკლე ბადურაშვილის და ოპერატორის – თამაზ გოგინაშვილის გარდაცვალების გამო დაგვიანდა ფილმწარმოების დასრულება. ბევრი პრობლემის მიუხედავად, ფილმი მზადაა საპრემიეროდ.
ფილმი ეფუძნება ნამდვილ ამბავს, რომელიც ცნობილმა ქართული წარმოშობის თურქმა ექიმმა ისმედ დინდერ- მიქელაძემ მოგვითხრო და შთააგონა რეჟისორი, ფილმად ექცია.
ფილმში ქართული და თურქული კინოს ვარსკვლავები და ცნობადი სახეები მონაწილეობენ. ამჯერად ნინი ფილმის პრემიერიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებს: