იტალიელი მსახიობი, მსოფლიოს ულამაზეს ქალად არაერთხელ აღიარებული მონიკა ბელუჩი, წლის დასაწყისში გავრცელებული ჭორების მიხედვით, 64 წლის რეჟისორ ტიმ ბარტონს ხვდებოდა. ვარსკვლავური წყვილი უკვე ერთი წელია, რაც ერთადაა, მაგრამ ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა.
ბელუჩიმ და ბარტონმა ერთმანეთი პირველად 16 წლის წინ გაიცნეს, მაგრამ ერთმანეთს მხოლოდ რამდენიმე თვის წინ, ლონდონში, Lumiere-ის კინოფესტივალზე შეხვდნენ. მონიკა და ტიმი ამჯერად Diabolik Chi Sei-ის პრემიერაზე, რიგით მეთვრამეტე კინოფესტივალზე ერთად გამოჩნდნენ და პაპარაცების ყურადღებაც მალევე მიიქციეს.
რაც შეეხება წყვილის წარსულ ურთიერთობებს, ტიმ ბარტონი წლების განმავლობაში დაქორწინებული იყო ჰოლივუდის მსახიობ ჰელენ ბონემ კარტერზე. მიუხედავად დიდი სიყვარულისა და იდეალური თავსებადობისა, 2014 წელს წყვილი მოულოდნელად განქორწინდა. მონიკა ბელუჩი კი წლების განმავლობაში მსახიობ ვენსან კასელზე იყო დაქორწინებული. ისინი ჰოლივუდის საკულტო წყვილად მიიჩნეოდნენ და არაერთი გულშემატკივარიც ჰყავდათ. 13-წლიანი თანაცხოვრებისა და 2 ქალიშვილის შემდეგ ისინი განქორწინდნენ.
~
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ