მსახიობი და ტელწამყვანი გიორგი ცხადაძე ქართულმა საზოგადოებამ მუსიკალურ შოუ "მხოლოდ ქართულში" მონაწილეობის დროს გაიცნო. გიორგი ახმეტელის თეატრის მსახიობია. რამდენიმე წლის წინ ოჯახი შექმნა და წყვილს უკვე პატარა გოგო ნენე ჰყავს. ცხადაძის მეუღლე ჟურნალისტი სალომე ლემონჯავაა. ახლა სალომეც და გიორგიც ტელეკომპანია "ფორმულაში" მუშაობენ.
გიორგი და სალომე ერთმანეთს სკოლის პერიოდიდან იცნობენ. წყვილმა რამდენიმეწლიანი შეყვარებულობის შემდეგ დაქორწინება გადაწყვიტა. გიორგი და სალომე 2015 წელს შეუღლდნენ.
ამჯერად გიორგი და სალომე გადაცემის "ჩვენი ქორწილის" სტუმრები არიან, სადაც თავიანთი ქორწილის ისტორიებს იხსენებენ:
"გიორგიმ ხელი ჩემს დაბადების დღეზე მთხოვა. ძალიან რომანტიკული ქორწილი გვქონდა. თუმცა, ამ გადმოსახედიდან ისეთ ქორწილს აღარ ვისურვებდი. იმ დროს ყველაფერი იდეალურად მეჩვენებოდა, მაგრამ დღეს იმ ყველაფერთან ბევრი საერთო აღარ მაქვს. ალბათ, ბევრ დეტალს შევცვლიდი. ერთადერთი დეტალი, რომლის შეცვლასაც არ ვისურვებდი - გიორგია", - ამბობს სალომე.