2015 წელს რამდენიმეწლიანი ფარული რომანის შემდეგ კონსტანტინე მელაძე და ვერა ბრეჟნევა იტალიაში დაინიშნნენ. თაყვანისმცემლები ფიქრობდნენ, რომ ეს რომანი სამუდამოდ გაგრძელდებოდა. თუმცა, ასე არ მოხდა. 2022 წელს წყვილი დაშორდა.
ვერა ბრეჟნევა წელიწადნახევარია ევროპაში ცხოვრობს, სადაც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება და სცენაზე დაბრუნებას ცდილობს. პროფესიულ პრობლემებს პირადი პრობლემები დაემატა: ვერა ქმარს დაშორდა.

არავინ იცის, რამ გამოიწვია დაშორება. ზოგი კონსტანტინეს ღალატზე საუბრობს, ზოგი დარწმუნებულია, რომ ეს პოლიტიკის საქმეა. ბოლო ჭორებს პროდიუსერის ძმა ვალერი მელაძე გამოეხმაურა.
„ასეთი სისულელე თავში როგორ მოგდით? ჩემი ძმა აბსოლუტურად აპოლიტიკურია”, - განაცხადა მან.
ჭორებს ვერა ბრეჟნევაც გამოეხმაურა: ”ინტერნეტში ბევრი სპეკულაციური თემა ვრცელდება იმის თაობაზე, თუ რატომ დავშორდით მე და კონსტანტინე, მაგრამ ამაზე კომენტარის გაკეთება არცერთს არ გვსურს.“