ამერიკელი მსახიობის, ნაია რივერას გარდაცვალებიდან უკვე 3 წელი გავიდა. 2020 წლის ივლისში Glee-ის ვარსკვლავმა თავისი ოთხი წლის ვაჟი ჯოსი ნავით სასეირნოდ პირუს ტბაზე წაიყვანა, რაც ნაიასთვის სახალისო და შედარებით მარტივი უნდა ყოფილიყო, რადგან ის კარგი მოცურავე იყო.
კალიფორნიის პირუს ტბამ 1994-2000 წლებში სულ მცირე შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ცნობილია, რომ ნაიამ უარი თქვა სამაშველო ჟილეტზე ნავის დაქირავებისას, და მხოლოდ ერთ ჟილეტი წაიღო, ისიც შვილისთვის.
დედა-შვილი საინტერესო მოგზაურობისთვის გაემგზავრნენ 2020 წლის 8 ივლისს, დაახლოებით 1 საათზე. მაგრამ სამი საათის შემდეგ, როცა არ დაბრუნდნენ, მაშველებმა ძებნა დაიწყეს. უკვე საღამოს ხუთ საათზე, მაშვლებმა ნავში დაძინებული ჯოსი იპოვეს. როგორც ვარაუდობდნენ, ნაიამ შვილის წყლიდან ამოყვანა შეძლო, თავად კი დაიღუპა.
ხუთი დღის შემდეგ ნაიას ცხედარი იპოვეს, შერიფის ოფისში კი განაცხადეს, რომ მისი სხეული ტბის ფსკერზე არსებულ მცენარეებში იყო გახლართული. მსახიობის გარდაცვალების ზუსტი გარემოება ამ დრომდე უცნობია.
ნაია რივერამ სამსახიობო კარიერა 4 წლის ასაკში დაიწყო, როცა 1991 წელს პირველი როლი Seasrula სიტკომში The Royal Family, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებდნენ ჰოლივუდის ლეგენდები რედ ფოქსი და დელა რიზი. მომდევნო წლებში ახალგაზრდა რივერა მოწვეულ ვარსკვლავად გამოჩნდა რამდენიმე სერიალში, მათ შორის, Family Matters, The Fresh Prince of Bel-Air, Even Stevens და Baywatch. განსაკუთრებული წარმატება კი სერიალმა Glee მოუტანა, სადაც ის სანატანა ლოპესის როლს ასრულებდა.