"ნიუ-იორკში საქართველოს პატარა სოფლიდან ჩამოვედი... 2 წლის წინ გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრება შემეცვალა, ეს ჩემი ოცნება იყო!" - ალექსანდრე ზაზარაშვილის გზა საქართველოდან აშშ-მდე - Marao

"ნიუ-იორკში საქართველოს პატარა სოფლიდან ჩამოვედი... 2 წლის წინ გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრება შემეცვალა, ეს ჩემი ოცნება იყო!" - ალექსანდრე ზაზარაშვილის გზა საქართველოდან აშშ-მდე

2023-10-23 17:32:43+04:00

ალექსანდრე ზაზარაშვილს საქართველოში ყველა იცნობს. ბიჭი უკვე წლებია თავისი მიღწევებით მთელ ქვეყანას აოცებს. არაერთი კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის უკრაინული "ვოისი"- ს. 

სიმღერა 4 წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად ხალხურ სიმღერებს მღეროდა. მოგვიანებით დედამ გორში ვოკალის პედაგოგთან ნანა სამხარაძესთან მიიყვანა, მას ხშირად გაჰყავდა ალექსანდრე საქართველოში კონკურსებზე, საიდანაც ყოველთვის გრან პრით და პირველი ადგილით ბრუნდებოდა.

ალექსანდრე ამჟამად 17 წლისაა. იგი  ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუსიკალური კარიერის განვითარებისთვის შრომობს, პარალელურად კი სიმღერებსაც წერს. 

ალექსანდრე ტიკ-ტოკზეც აქტიურია და სიახლეებს გამომწერებს ხშირად უზიარებს. ამჯერად ის ნიუ-იორკში ცხოვრებასა და წონის პრობლემებზე საუბრობს. როგორც ალექსანდრე აღნიშნავს, ბოლო რამდენიმე თვეში დიდი შრომის შედეგად წონაში საგრძნობლად დაიკლო. შედეგი აშკარად შესამჩნევია.

"ნიუ-იორკში საქართველოს პატარა სოფლიდან ჩამოვედი. ახლა 17 წლის ვარ. ამერიკაში ცხოვრება და წარმატებული მუსიკალური კარიერა ჩემი ოცნება იყო. მუსიკა ჩემი სულის ნაწილია. საკუთარი თავით ძალიან ვამაყობ. ყველას მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში მხარს მიჭერდა" - წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი.

როგოც ალექსანდრე წერს, მას ჭარბი წონის გამო რთული პერიოდისა და დეპრესიის გავლაც მოუწია, თუმცა შეძლო ამ პრობლემის მოგვარება და საკუთარი გამოცდილება სხვებსაც გაუზიარა: