„რაც უფრო ბნელია ღამე, მით უფრო კაშკაშებენ ვარსკვლავები; რაც უფრო ღრმაა სევდა, მით უფრო ახლოს არის ღმერთი“ - ფრაზები, რომლებიც ცხოვრებაზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ - Marao

„რაც უფრო ბნელია ღამე, მით უფრო კაშკაშებენ ვარსკვლავები; რაც უფრო ღრმაა სევდა, მით უფრო ახლოს არის ღმერთი“ - ფრაზები, რომლებიც ცხოვრებაზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ

2023-10-23 17:11:28+04:00

ფრანც კაფკა ევროპული წარმოშობის ავსტრიელი მწერალია. ბოლო დროს მისმა შემოქმედებამ განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსთა შორის. ბავშვობაში შეშლილს და უცნაურს ეძახდნენ იმის გამო, რომ ძალიან გარიყული და გულჩათხრობილი  იყო. გთავაზობთ ფრაზებს, რომლებიც მწერლის სულს უკეთ დაგანახებთ და ზოგად ყოფიერებაზე ჩაგაფიქრებთ: 

  • ''შენზედ ბოძებული დრო ძალიან მოკლეა, არ დაკარგო არც ერთი წამი, რადგან წამის დაკარგვა მთელი ცხოვრების დაკარგვის ტოლფასია. ცხოვრება იმ წამებისგან შედგება, რომლებიც დაკარგე.''
  • ''ცხოვრებაში უამრავი ბარიერია და იმდენად დიდი, რამდენადაც დიდია მიზანი.''
  • „შემრცხვა საკუთარი თავის, როდესაც გავაანალიზე, რომ ცხოვრება კოსტიუმირებული წვეულებაა და მე წვეულებაზე ნამდვილი სახით მივედი.“
  • „იყავი ჩუმი და მომთმენი. უსიამოვნებებს მიეცი საშუალება, ჩაგიარონ. ნუ ეცდები მათ თავიდან აცილებას, შეისწავლე ისინი. ჩაანაცვლე ჩუმი გაღიზიანება აქტიური ცოდნით და აღმოაჩენ, რომ საკუთარ პრობლემაზე დიდი ხარ. ადამიანი სიდიადეს მხოლოდ თავისი სიმცირის გააზრებისა და დაძლევის შემდეგ აღწევს.“
  • “შენ ხარ დანა, რომელიც საკუთარ თავს გავუყარე. სწორედ ეს არის სიყვარული. ეს არის სიყვარული, ჩემო ძვირფასო...“ 

მაშინ, როდესაც მსოფლიო ლიტერატურის შედევრებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია დოსტოევსკისა და მისი შემოქმედების უგულებელყოფა. „დანაშაული და სასჯელი“ მისი ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოებია. 

 

  • „მინდა ერთ ადამიანს მაინც ველაპარაკო ისე, როგორც საკუთარ თავს.“ 
  •  „რაც უფრო ბნელია ღამე, მით უფრო კაშკაშებენ ვარსკვლავები. რაც უფრო ღრმაა სევდა, მით უფრო ახლოს არის ღმერთი.“
  • „ძალაუფლება მხოლოდ იმათ ეძლევათ, ვისაც ჰყოფნის მისი ხელში აღების გამბედაობა. მხოლოდ ერთ რამეს აქვს მნიშვნელობა, ერთადერთს: უნდა შეგეძლოს გაბედვა!“
  • „ტანჯვა და ტკივილი გონიერი და ღრმა ადამიანის თანმდევია მუდამ. რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო დიდია მისი ამქვეყნიური სევდა.“
  • „ადამიანი საიდუმლოა და მე ძალიან მინდა ამ საიდუმლოს ჩავწვდე, იმიტომ, რომ მეც მინდა ვიყო ადამიანი.“

 

“ერთ მშვენიერ დღეს, თუკი ადამიანი ნამდვილ სიყვარულს ამოფრქვევის საშუალებას მისცემს, დალაგებულ-მოწესრიგებული საგნებიც კი ქაოსში გაეხვევა. სამყარო კი მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი, როცა ადამიანი სიყვარულს ისწავლის. მანამდე კი მხოლოდ ერთი რწმენით შეგვიძლია ცხოვრება — რწმენით, თითქოს სიყვარულისა რამე გაგვეგებოდეს, არადა, მისი დაფასება ჯერაც ვერ გვისწავლია”, - ეს გენიალური ციტატა დანტე ალიგიერს ეკუთვნის. ვისაც ერთხელ მაინც წაუკითხავს „ღვთაებრივი კომედია“,  მის სიდიადეში ეჭვიც არ შეეპარება. 

  • „წარწერა ჯოჯოხეთის შესასვლელთან: შემომსვლელებმა ყველა იმედი გარეთ დატოვეთ!“
  • „ყველაზე ცხელი ადგილები ჯოჯოხეთში განკუთვნილია მათთვის, ვინც დიდი მორალური კრიზისის დროს ნეიტრალურობას ინარჩუნებს.“
  • „იმაზე დიდი ტანჯვა არ არსებობს, ვიდრე ბედნიერი დღეების გახსენება უბედურების ჟამს.“

 მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ