მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომღერლის გათხოვების შესახებ არაერთი ჭორიც დადიოდა.
ამჯერად თიკა ლელა წურწუმიას გადაცემის სტუმარი იყო, სადაც თავისი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
კითხვაზე, არის თუ არა ახლა შეყვარებული? – თიკა ამბობს, რომ „კი, თუმცა ამ თემაზე საუბარი არ მსურს, რადგან, რამდენჯერაც ამის შესახებ ვილაპარაკე, არ მიმართლებდა.
ჯანსაღად შეყვარებული ვარ. ისეთი ადამიანი არის ჩემ გვერდზე, რომელთანაც საკუთარ თავს ვგრძნობ ისე, როგორიც ვარ სინამდვილეში, ვარ ძალიან თავისუფალი, ლაღი, გახსნილი... ძალიან კარგი უახლოესი მეგობარი მყავს გვერდით...", - ამბობს ის.
გადაცემაში თიკამ წონის პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა საკუთარი თავი ისე უყვარს, როგორც არასდროს.
"25 კილო დავიკელი 9 თვეში. წონაში კლების ერთადერთი გამოსავალი არის ცხოვრების სტილის შეცვლა. კვების რაციონიდან ყველაფერი ამოვიღე, რაც მიყვარდა. ღამე არასდროს არ ვჭამ, ვვარჯიშობ და ფეხით ძალიან ბევრს დავდივარ" - ამბობს თიკა.