"აი, როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქართული ოჯახი" - ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა შვილთან, პატარა გიორგისთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებენ - Marao

"აი, როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქართული ოჯახი" - ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა შვილთან, პატარა გიორგისთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებენ

2023-10-24 11:30:12+04:00

ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. ლიზა ცნობილი ექიმების, ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას ქალიშვილია. ის მშობლების გზას აგრძელებს და თავადაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ირაკლი კი ბოლო წლებში აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე. მსახიობი და ტელესახე საკუთარი ბიზნესითაცაა დაკავებული და ხშირად მოგზაურობს.

ამჯერად ლიზა და ირაკლი შვილის, პატარა გიორგის ვიდეოს გვიზიარებენ.