„ყოველთვის ვიცოდი, რომ მდიდარი ვიქნებოდი. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოვიპოვებდი ამ სიმდიდრეს, უკვე მეორე იყო“, - აღიარა მთავარმა კრის ჯენერმა რეალითი შოუს ერთ-ერთ ეპიზოდში.
კრის ჰოუტონი ქალაქ სან დიეგოში დაიბადა. როდესაც გოგონა შვიდი წლის იყო, მამამ ოჯახი მიატოვა, ამიტომ უკვე 12 წლის ასაკში დონატების გამყიდველად და დამლაგებლად მუშაობდა, რათა დედას დახმარებოდა.
მოუსვენარი კრისისთვის სკოლაში სწავლა ადვილი არ იყო და კოლეჯში ჩაბარებაზე არ ფიქრობდა. 16 წლის ასაკში, კრისი იწყებს ბიჭის ძებნას, რომელთან ერთადაც ლონ-ანჯელესში გადასვლას შეძლებს.

ერთხელაც, მან იღბლიანი ბილეთი მიიღო ჰავაის გოლფის კლუბში, სადაც გაიცნო პროფესიონალი მოთამაშე სეზარ სანუდო. ის კრისზე 11 წლით უფროსი იყო, ანგარიშზე 2 მილიონი დოლარი ჰქონდა. თუმცა, მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან კრისმა მალე 30 წლის ადვოკატი რობერტ კარდაშიანი გაიცნო.
ოფიციალური ვერსიით, კრისმა რობერტი გაიცნო თვითმფრინავში, სადაც ბორტგამცილებლად მუშაობდა. მაგრამ სინამდვილეში გოგონა სპეციალურად მოვიდა რბოლებზე. იცოდა, რომ კარდაშიანს უყვარდა ისინი. რობერტი შედიოდა ბევერლი ჰილზის გამორჩეული საზოგადოების სიაში - იმ დროისთვის ჰქონდა ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა, ძეხვის წარმოება, მაღაზიების ქსელი.

სანუომ კრისის ღალატის შესახებ მალევე გაგო და ქალი სახლიდან გააგდო. ასეთი სკანდალის შემდეგ რობერტი იძულებულ გახდა კრისი ცოლად შეერთო. წარმატებულ ადვოკატთან რომანმა კრისს ფინანსური სიხარული არ მოუტანა - ძვირადღირებული საჩუქრები, სამკაულები, მანქანები. კარდაშიანი ქონებას უფრთხილდებოდა. ასე გაგრძელდა სამი წელი.

კორტნისა და კიმის დაბადების შემდეგ, კრისმა დაჟინებით მოითხოვა, რომ რობერტს ეყიდა 650 კვადრატული მეტრის სასახლე ბევერლი ჰილზის ყველაზე პრესტიჟულ უბანში. სასახლის ტერიტორიაზე იყო ჩოგბურთის კორტები, მოსამსახურის სახლი და საცურაო აუზი. ეს ადგილი ჰოლივუდის სოციალური ცხოვრების ცენტრად იქცა - მეუღლის ნებართვით კრისმა აქ დიდი მასშტაბის წვეულებები მოაწყო.
რობერტმა ეჭვობდა, რომ კრისი მას ღალატობდა და რომ მესამე ქალიშვილი, ქლოე, მისი არ იყო. თუმცა, არასოდეს გადაუწყვეტია დნმ-ის ტესტის გაკეთება;
1987 წელს დაიბადა რობერტ უმცროსი. კრისმა რომანი დაიწყო ფეხბურთელ ტოდ ვატერმანთან. განრისხებული კარდაშიანი ცოლს დაშორდა.
მალე კრისმა ოლიმპიური ჩემპიონი ბრიუს ჯენერი გაიცნო. 1991 წელს ისინი დაქორწინდნენ. კრისმა ახალ ქმარს ორი ქალიშვილი გაუჩინა.

2015 წელს ბრიუს ჯენერმა განქორწინება მოითხოვა, აღიარა, რომ ტრანსგენდერი იყო. ამ დროისთვის კარდაშიანების ოჯახის შესახებ რეალითი შოუ უკვე მეგაბიზნესად გადაიქცა.
”მე ვეხმარები ჩემს შვილებს განსაზღვრონ, რისი გაკეთება სურთ, ვეხმარები მათ შექმნან ბიზნესი, ინფრასტრუქტურა და ფოკუსირება მოახდინონ იმაზე, რაც მნიშვნელოვანია”, - თქვა ჯენერმა Forbes-თან ინტერვიუში. კრის ჯენერის ქონება დაახლოებით 230 მილიონი დოლარია.