მსახიობი ნატა ბერეჟიანი ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ერთ-ერთ სახასიათო და დასამახსოვრებელ როლს ასრულებდა. მას შემდეგ ის არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებული ინტერესის საგანი კი მისი ოჯახი და პირადი ცხოვრებაა.
ნატა ბერეჟიანს ერთი ვაჟი, დათუნა ჰყავს: „დათუნა 22 წლის ასაკში გამიჩნდა. დედობა ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მოვლენაა, რომელსაც არ ვნანობ და დარწმუნებული ვარ, რომ არ შევცდი. ადამიანს ყველაფერში შეიძლება ეჭვი შეგეპაროს - პროფესიის არჩევაში, სახლის შეძენაში, თუნდაც შენი მეორე ნახევრის არჩევაში... დედობა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, ჩემთვის დანარჩენი უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია“ - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მსახიობი მეორე შვილს ელოდება. ამჯერად ნატა "ინსტაგრამზე" ახალ ფოტოებს აქვეყნებს.