ქერა ტკბილი და მომხიბვლელია, შავგვრემანი – თავდაჯერებული და მკაცრი, წითური – თამამი და ვნებიანი... თმის ფერი გარკვეულ ხასიათთან ასოცირდება, მაგრამ რომელი მოსწონთ მამაკაცებს ყველაზე მეტად?
სამხრეთ ბრეტანის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის სოციალური და შემეცნებითი ფსიქოლოგიის ფრანგმა პროფესორმა ნიკოლას გუეგენმა გადაწყვიტა ამის გარკვევა...
კვლევის არსი
ექსპერიმენტის დროს ერთი და იგივე ქალი, რომელსაც ხან ქერა პარიკი ეკეთა, ხან კი შავია ნა წითური იჯდა ღამის კლუბში. ნიკოლასი კი აკვირდებოდა რამდენჯერ მიუახლოვდნენ მას მამაკაცები.
როცა ქალს ქერა პარიკი ეკეთა, მას 127 მამაკაცი მიუახლოვდა, წაბლისფერს - 84, შავს - 82, წითურს - მხოლოდ 29. შედეგად გაირკვა, რომ შავგვრემნები ჭკვიანად და ამპარტავნებად ითვლებიან, წითურები სექსუალურად და ტემპერამენტულებად.
ფსიქოლოგების თქმით, ღია თმის ფერი სირბილესა და უმწეობასთან ასოცირდება და მამაკაცებს ჰგონიათ, რომ ასეთი ქალის გაცნობა უფრო ადვილია.