"გული დამწყდა, რა ფორმითაც გამოხატეს კრიტიკა; ვფიქრობ, ასეთი ადამიანები თვითონ არიან ცუდ ემოციურ მდგომარეობაში და, ალბათ, როგორ აკლიათ სიყვარული..." - რას პასუხობს ბაბი კირკიტაძე მისი ჩაცმულობის გამო დაწერილ ნეგატიურ კომენტარებს - Marao
მომღერალი ბაბი კირკიტაძე ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს. ის სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხალხისთვის საყვარელი სახეა, ხშირად აქვეყნებს საკუთარი ყოველდღიურობის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს. თავისი ენერგიულობის, ნიჭისა და ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
რამდენიმე დრის წინ ბაბი კირკიტაძემ სოციალურ ქსელში კადრები მორიგი კონცერტიდან გამოაქვეყნა, სადაც მან თეთრი, თვლებით გაწყობილი კომბინეზონი მოირგო. ამ სამოსის გამო მან კრიტიკა დაიმსახურა და არაერთი უარყოფითი კომენტარი მიიღო. ამჯერად კი სწორედ იმაზე საუბრობს, როგორ უმკლავდება მის მიმართ გამოხატულ ნეგატიურ დამოკიდებულებას:
"ყველა ადამიანი არის თავისუფალი, აქვს უფლება, ეცვას ის, რაც უნდა; ატაროს ისეთი ვარცხნილობა, როგორიც სურს და ისეთ წონაზე იყოს, როგორზეც უნდა. გული დამწყდა, რა ფორმითაც გამოხატეს კრიტიკა. ვფიქრობ, ასეთი ადამიანები თვითონ არიან ცუდ ემოციურ მდგომარეობაში და, ალბათ, როგორ აკლიათ სიყვარული... ამაზე ვერ ვბრაზდები", - თქვა მომღერალმა.