38 წლის მსახიობსა და ტელეწამყვანს, ლელა მებურიშვილს, საზოგადოება კარგად იცნობს. ლელას სხვადასხვა დროს მონაწილეობა არაერთ ტელესერიალსა და სპექტაკლში აქვს მიღებული. მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ. რამდენიმე თვის წინ ლელამ ხალხს აცნობა, რომ ის და მისი მეუღლე, შვილებთან ერთად, ბრიტანეთში აპირებდნენ საცხოვრებლად გადასვლას.
ლელას მსგავსად, შორენა ბეგაშვილიც საზოგადოებამ არაერთი წლის წინ გაიცნო. ის პროფესიით მსახიობია, მონაწილეობას იღებდა არაერთ ფილმსა თუ სერიალში, იყო საავტორო გადაცემის წამყვანიც და ტელეეკრანებზე ხშირად ჩანდა. ამ ეტაპზე კი აუდიტორიასთან კავშირს სოციალური ქსელით ინარჩუნებს.
ამჯერად ლელა "ინსტაგრამზე" შორენა ბეგაშვილთან ერთად წლების წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.